ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

გაცვლითი პროგრამები და სტიპენდიები

გაცვლითი პროგრამები

ევროპის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი - ინდივიდუალური გაცვლითი პროგრამა ლიეტუვაში
10 March 2022

პროგრამის აღწერა

საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სამსახური აცხადებს ინდივიდუალურ გაცვლით პროგრამას საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ევროპის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში, ლიეტუვაში.

 

იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი - https://en.ehu.lt/

 

პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ისწავლიან ევროპის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში, 1 სემესტრის განმავლობაში (შემოდგომის სემესტრი - 2022-2023 აკადემიური წელი)

 

შემოდგომის სემესტრი ევროპის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში, გრძელდება 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის თებერვლამდე. 

 

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტში არ იხდის სწავლის საფასურს, თუმცა საქართველოს უნივერსიტეტში ფარავს აღიარებული კრედიტების საფასურს.

 

გაცვლითი პროგრამა არ მოიცავს :

  • მგზავრობისა და ვიზის ხარჯებს
  • საცხოვრებლისა თუ სხვა ყოველდღიურ ხარჯებს

 

ევროპის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში, საცხოვრებლის საშუალო ყოველთვიური ღირებულება - 70 ევრო.

 

მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში საქართველოს უნივერსიტეტი სრულად დააფინანსებს საცხოვრებლის ხარჯებს.

 

*აპლიკაცია არ შეუძლიათ

·         საბაკალავრო პროგრამის პირველი სემესტრის სტუდენტებს

·         იმ სტუდენტებს, რომელთათვისაც 2022-2023 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრი წარმოადგენს საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის სწავლების ბოლო, დამამთავრებელ სემესტრს

·         სტუდენტებს, რომლებსაც აპლიკაციის გამოგზავნის მომენტში არ აქვთ საქართველოს უნივერსიტეტში აქტიური სტუდენტის სტატუსი.

 

სასწავლო შემოთავაზება

 

ევროპის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, სტუდენტებს შემოდგომის სემესტრისთვის სთავაზობს შემდეგ საგნებს*https://en.ehu.lt/wp-content/uploads/2021/10/EHU_Sourse-catalogue-AY-2021-22-ENG.pdf

 

*2022-23 წლის შემოდგომის საბოლოო საგნების სია შესაძლოა განსხვავებული იყოს აღნიშნული ჩამონათვალისგან.

 

გაცვლითი სემესტრის დასრულების შემდგომ აღიარებული საგნებისთვის კრედიტების მინიჭება მოხდება საქართველოს უნივერსიტეტის სისტემის მიხედვით, ე.ი. საგნებს მიენიჭებათ საქართველოს უნივერსიტეტში შესაბამისი საგნისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობა.

 

საცხოვრებელი

 

ევროპის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, სთავაზობს სტუდენტებს საერთო სტუდენტურ საცხოვრებელს, რომლის ღირებულებაა 70 ევრო ყოველთვიურად. საცხოვრებლის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ: https://en.ehu.lt/academics/life-in-vilnius/housing/

სტუდენტი თავისუფალია დამოუკიდებლად მოიძიოს მისთვის სასრუველი ნებისმიერი სხვა სახის საცხოვრებელი.

 

ენის მოთხოვნები

 

სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ ევროპის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში, ინგლისურ ენაზე. სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს საერთაშორისოდ აღიარებული ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უნივერსიტეტში არ აქვს დასრულებული ინგლისურის B2/2 დონე.

 

სერტიფიკატის არ წარმოდგენის შემთხვევაში, სტუდენტის ინგლისური ენის ფლობის შესაფასებლად გამოიყენება მის მიერ საქართველოს უნივერსიტეტში გავლილი ინგლისური ენის საგნების საშუალო შეფასება.

 

თუკი სტუდენტი არ ფლობს საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს და აპლიკაციის შემოტანის მომენტში არ აქვს დასრულებული ინგლისური ენის B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში, შესაძლებელია ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატის მოპოვება ტესტირების საფუძველზე.

 

ტესტირება ინგლისური ენის B2 დონისთვის ჩატარდება 15 მარტს 13:00-ზე, 302-ე აუდიტორიაში. ინგლისურის ტესტირებაზე დასწრებისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაციის გავლა - https://forms.gle/k6wboVVQyJJxUYkH6

 

წარმოსადგენი საბუთები

 

სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე:

·         აპლიკაციის ფორმა - ჩამოსატვირთად გადადით ლინკზე - https://bit.ly/3Aa7K7w

·         სამოტივაციო წერილი

·         CV (Europass ფორმატი - https://europa.eu/europass/en/create-europass-cv)

·         მიმართვის წერილი შესაბამისი სკოლიდან (გთხოვთ, მიმართეთ შესაბამისი სკოლის ასისტენტს)

·         ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი - TOEFL, IELTS ან სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (თუკი სტუდენტს დასრულებული აქვს B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში ან წარმატებით გაივლის გაცვლითი პროგრამისთვის დანიშნულ ინგლისურის ტესტირებას, სერტიფიკატის წარმოდგენა არაა საჭირო)

·         პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი (ელ.ვერსია)

·         თუკი სტუდენტი იმყოფება სამაგისტრო ან სადოქტორო საფეხურის სწავლების პირველ სემესტრში, და წინა საფეხური (საბაკალავრო ან სამაგისტრო, შესაბამისად) არ აქვს დასრულებული საქართველოს უნივერსიტეტში, მან დამატებით უნდა წარმოადგინოს წინა საფეხურის ნიშნების ფურცელი ინგლისურ ენაზე შესაბამისი უნივერსიტეტიდან.

 

 

აპლიკაცია

 

აპლიკაციისთვის საჭიროა შემდეგი ფორმის შევსება: https://forms.gle/U4rXecf8GM4pQRZi7

 

სტუდენტების შეფასება მოხდება წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე მათი აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით. აკადემიური მოსწრების კომპონენტისთვის სტუდენტს არ სჭირდება დოკუმენტაციის წარმოდგენა (გარდა გამონაკლისი შემთხევებისა, როდესაც სტუდენტი იმყოფება სწავლების პირველ სემესტრზე, დეტალები იხილეთ წინა სექციაში)

 

სტუდენტების შერჩევა მოხდება კონკურენციის პრინციპით.

 

აპლიკაცია უნდა გამოიგზავნოს არაუგვიანეს 27 მარტისა.

 

საკონტაქტო პირი

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

მარიამ რევაზიშვილი

m.revazishvili@ug.edu.ge

+995 598121513

+995 557747097

 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი